top of page
-post-ai-image-24378.png

ფერმა ოდაში

საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა

ჩვენს შესახებ

რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავტოვეთ ქალაქის ხმაური და გადმოვედით სოფელში, ჩვენი ოცნების ასრულებისთვის - დაგვეწყო საკუთარი ორგანული მეურნეობა. 

ჩვენთვის ეს არ არის სამსახური, ეს ცხოვრების წესია და ღრმად გვწამს მისი მნიშვნელობის. გვიხარია, რომ საზოგადოება შემოგვიერთდა და 2023 წელს საქართველოში პირველად შევქმენით საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა. 

ორგანული ფერმერობა არ ნიშნავს მხოლოდ სუფთა და ქიმიკატების გარეშე ბოსტნეულის მოყვანას, არამედ ეს არის სრული კომპლექსი ბუნებასთან ურთიერთობის და თანაშრომლობის. 

 

ჩვენი მიზანი არის ნიადაგის გამოკვება, შერეული მეურნეობის პრინციპების დაცვა, ცხოველებისა და მცენარეების თანაარსებობის განვითარება და შესაბამისად ისეთი ორგანული მეურნეობის შექმნა, რომელიც გრძელვადიანად მისცემს ჩვენს საზოგადოებას ჯანსაღ და ვიტამინებით სავსე პროდუქტს. 

ჩვენ.jpg

ჩვენი ისტორია

2021 - 2023

სოფელში გადმოსვლა

პირველი ნაბიჯები

2021 წელს გადმოვედით სოფელში და დავიწყეთ სიმინდის მოყვანა. ეზოში შევქმენით მცირე ბოსტანი, სადაც ვტესტავდით ჩვენს შესაძლებლობას და შეძნილ ცოდნას მებოსნტეობასთან დაკავშირებით

2023

სმა

პირველი სირთულე

შევქმენით პირველი საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა, რომელშიც გაწევრიანდა 50 მომხმარებელი. 

მოსულმა წყალდიდობამ გაგვინადგურა მოსავალი

2024

სმა - სეზონი 2

განვითარება

სარწყავი სისტემის შეძენა

შევძელით ზამთარში მოგვეყვანა პროდუქტი;

მოვიყვანეთ 40-ზე მეტი ნაირსახეობის ბოსტნეული;

საზოგადოება გაიზარდა 100 წევრამდე;

რესტორან "ეზო"-სთან თანამშრომლობით შევქმენით საკვირაო აგრარული ბაზარი, სადაც ყოველ კვირა დღეს ათამდე ფერმერი ყიდის ჯანსაღ ბოსტნეულსა თუ სხვა პროდუქტს

მეტი ვიდრე ფერმა

Image by Hannah Busing

საზოგადოება

ჩვენი ფერმის საზოგადოება აერთიანებს მრავალ გულანთებულ ადამიანს, ვისთვისაც ორგანული მეურნეობა და მისი განვითარება მნიშვენლოვანია. 

ერთობლივი ძალებით ჩვენ ვქმნით მდგრად სოფლის მეურნეობას და ვაძლიერებთ ერთმანეთს.

Image by Kelly Sikkema

მოხალისეობა

ჩვენ ფერმაში ვუმასპინძლეთ 50-ზე მეტ მოხალისეს, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. 

მოხალისეები ჩვენ გვეხმარებიან საქმიანობაში ჩვენ კი ვაცნობთ ჩვენი ქვეყნის და მხარის კულტურას და კერძებს. ასევე ვუზირებთ ერთმანეთს გამოცდილებებს.

ეზო.png

საკვირაო ბაზარი

რესტორან "ეზო"-სთან თანამშრომლობით შევქმენით საკვირაო ბაზარი, სადაც ათამდე ფერმერი სთავაზობს მომხმარებელს მათ ორგანულ ბოსტნეულსა თუ სხვა ნაწარმს. 

ყოველი კვირა დღე გახდა სიხარულის, ღიმილის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე

Image by Jevgeni Fil

2025 წელი

კლიმატის ცვლილება რეალურია

ჩვენი ცხოვრების ნაწილი

3 წლის განმავლობაში ჩვენი სული და გული ჩავდეთ ჩვენი მეურნეობის შექმნაში. ჩვენი მისია ყოველთვის მარტივი იყო  - მოგვეყვანა ჯანსაღი პროდუქტი ბიომეურნეობის პრინციპების დაცვით. ჩვენ ვიღვიძებთ მზესთან ერთად და თავდაუზოგავად ვშრომობთ მდგრადი ორგანული მეურნეობის შესაქმნელად. ის სიხარული, რომელიც ჩვენს პროდუქტს მოაქვს თვექნს მაგიდასთან ძალიან მნიშვნელოვანია. 

წელს ჩვენ გავმართეთ 4-ვე ჰექტარზე სარწყავი სისტემა, შევიძინეთ ბოსტნეულის ზუსტი სათესი და კულტივატორები, ხელის შრომის მექანიზირებისთვის. 

თუმცა მიუხედავად ამისა, ისეთ სირთულეს წავაწყდით რომელსაც არ ველოდით. 4 თვის განმავლობაში არ უწვიმია და ჩვენ დავკარგეთ მოსავლის 90%. ეს როგორც ემოციურად ასევე ფინანსურად ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი ფერმისთვის. შემოსავალი, რომლითაც ვიხდითით ყოველთვიურ გადასახადებს , ვემზადებოდით შემდეგი სეზონისთვის და ვინახავდით ჩვენს აღჭურვილობას გაქრა. ადრეც ყოფილა ასეთი სირთულიეები, თუმცა ასეთი სირთულე ჩვენთვის პირველია. 

მიიღე ინფორმაცია ფერმის სიახლეების შესახებ

ი/მ სალომე კალანდაძე

ს/კ: 01019070675

იურ. მის: თბილისი, ე.ბეჟანიშვილის ქ. 29/1ა, ბინა 9. 

ფაქტ. მის: ლანჩხუთის რაიონი, სოფ. ნიგოითი, ფერმა ოდაში

სამუშაო დღეები: ორშაბათი - კვირა

სამუშაო საათები: 08:00 - 18:00

odashifarm@gmail.com

ტელ: +995 555 355 781

© 2025 ფერმა ოდაში

bottom of page