რა არის საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა
"სმა" გაძლევს საშუალებას გახდე ჩვენი ფერმის ნაწილი, არა უბრალოდ მომხმარებელი, არამედ პარტნიორი.
შენ წინასწარ ირჩევ ბოსტნეულის პაკეტს და ყოველ კვირას იღებ ახლად დაკრეფილ, სეზონურ და ორგანულ ბოსტნეულს პირდაპირ ჩვენი ფერმიდან.
ამ გზით შენ:
-
იღებ სუფთა, ქიმიკატების გარეშე მოყვანილ ბოსტნეულს;
-
იკვებები სეზონურად;
-
ეხმარები ადგილობრივ ფერმერს და ქართულ აგროკულტურას.
ჩვენთვის კი "სმა" ნიშნავს სტაბილურობას და პასუხისმგებლობას. ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავგეგმოთ თესვა, მოვლა და მოსავლის განაწილება - რადგან ვიცით, რომ გვაქვს შენნაირი ადამიანების მხარდაჭერა


რა შედის "სმა"-ს პაკეტებში
📦 რა შედის სმა-ს პაკეტებში?
თითოეული პაკეტი შედგება 6-8 ნაირსახეობის სეზონური ბოსტნეულისა და მწვანილისგან
🏁 როდის იწყება 2026 წლის სეზონი?
სეზონი იწყება მაისის შუა რიცხვებში. თუმცა ამინიდიდან გამომდინარე შესაძლებელია დაიწყოს უფრო ადრე ან გვიან.
🏃♂️. რამდენი ხანი გრძელდება სეზონი?
"სმა"-ს სეზონი გრძელდება 22 კვირის განმავლობაში. საშუალოდ მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
🚚 როგორ ხდება პაკეტების მიწოდება?
პაკეტების მიწოდება ხდება ყოველ კვირა დღეს, თბილისში, გ.ქიქოძის 16, რესტორანში "ეზო", სადაც იმართება ფერმეული ბაზარი.
თქვენ შეგიძლიათ პროდუქტი წაიღოთ თქვენით, გამოიძახოთ თქვენითვის სასურველი საკურიერო სერვისი ან გამოიყენოთ ჩვენი მიწოდების სერვისი.
2026 წლის "სმა"-ს სეზონზე რეგისტრაცია მალე დაიწყება
დაგვიტოვეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია და რეგისტრაციის დაწყებისთანავე ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ




